საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში XII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, XII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“ ჩატარდა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, XII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. ასევე, უკრაინის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების დელეგაციებმა.

XII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა. როგორც პროფესორმა დავით მახვილაძემ აღნიშნა, კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკური გამოწვევების პრობლემატიკასა და თანამედროვე ეკონომიკური მოდელების განხილვას დაეთმობა.

„კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები საინტერესო და მნიშვნელოვანია. იმ ფონზე, როცა მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დგას, საკითხები, რომლებზეც მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები იმსჯელებენ, დროულია. სწორედ რომ მეცნიერებამ უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა ისეთ თემებზე, როგორიცაა: მიგრაციული პროცესების გავლენა მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე, ეკონომიკური ზრდის ტენდენციები საქართველოში, გლობალური ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება, მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარების გამოწვევები მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაციის პროცესში, ვენჩურული კაპიტალი, როგორც ინოვაციური ბიზნესის დაფინანსების საშუალება, საინვესტიციო პოლიტიკა და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება, ინტელექტუალური კაპიტალის გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, მდგრადი განვითარება ბიზნესის ფუნდამენტური ასპექტი, კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სხვა. ეს საკითხები დღეს გამოწვევების სახით დგას კაცობრიობის წინაშე. წარმატებებს ვუსურვებ კონფერენციის მონაწილეებს“, - აღნიშნა დავით მახვილაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, XII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“, მუშაობა სამ დამოუკიდებელ სექციად წარიმართა და მასში 30-ზე მეტმა მკვლევარმა და სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ ალექსანდრე სიჭინავას განცხადებით, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განხილული თემები გამოქვეყნდება ჟურნალში - „ბიზნესინჟინერინგი“. გამოცემაში შემუშავებული სამეცნიერო რეკომენდაციები სასარგებლო იქნება თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკური და გლობალური გამოწვევების კვლევით დაინტერესებული აკადემიური წრეებისთვის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური ურთიერთობების თეორეტიკოსებისა და პრაქტიკოსებისთვის.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე