„მზისკარის“ მონაწილე შოთა ლაგაზიძე - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი  პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მომხმარებლამდე მივიდეს“, - აცხადებს პროექტის „მზისკარის“ მონაწილე, შოთა ლაგაზიძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ლაგაზი“ ოჯახური ღვინის მარანია, რომელიც სოფელ ზემო ალვანში მდებარეობს და ნატურალურ, ქვევრში დაყენებულ ღვინოს აწარმოებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის „მზისკარის“ მნიშვნელობაზე პროექტის მონაწილე, ოჯახური ღვინის მარნის „ლაგაზის“ წარმომადგენელი შოთა ლაგაზიძე საუბრობს.

„ეს პროექტი ფოკუსირებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ოჯახებში წარმოებული პროდუქტებით მასპინძლობენ სტუმრებს. ეს ხელს უწყობს ასეთი ობიექტების პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე. ჩვენთვის, მომავალში ეს ნიშნავს მეტ სტუმარს და მადლობას ვუხდი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ასეთი პროექტის განხორციელებისთვის. თუშეთიდან ვარ წარმოშობით და თავიდანვე ავიღეთ ეს ნიშა, რომ ჩემი კუთხისთვის დამახასიათებელი, ადგილობრივი კერძები ჩაგვესვა მენიუში, რაც შეგვიძლია ყველაზე კარგად მოვამზადოთ, ჩვენი კერძები განსხვავებულია და ყველა რესტორანში ვერ დააგემოვნებ. ტურიზმის ადმინისტრაციის ეს პროექტი დაგვეხმარება, ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“,-აცხადებს პროექტის მონაწილე შოთა ლაგაზიძე.

ადმინისტრაციის განმარტებით, „მზისკარი“ ოჯახური გასტრომასპინძლობის ქსელია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე, „მზისკარის“ ქსელში 8 ობიექტია გაერთიანებული.

ინფორმაციის მიხედვით, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ გარემოში, ადგილობრივი სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციების გაცნობას; კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობასა და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება