კოალიციამ „ცვლილებისთვის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

კოალიციამ „ცვლილებისთვის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

კოალიცია „ცვლილებისთვის“ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე პოლიტიკური გაერთიანების ლიდერებმა გამოთქვეს მზაობა შშმ პირთა უფლებათა რეალიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი ჩართულობის კუთხით.

მათივე ცნობით, შეხვედრისას წარდგენილ იქნა კოალიციის კონცეპტუალური ხედვა და გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც თემის წარმომადგენლებმა გასცეს რიგი რეკომენდაციები ხედვის მოდიფიცირების მიზნით.

„დღევანდელი ღონისძიების მთავარი მიზანია თემთან ჩვენი კონცეპტუალიზებული ხედვის წარდგენა, მათი რეკომენდაციების მოსმენა, ერთად მათი ჩართულობით განვახორციელოთ ცვლილებები, რომელიც მოიტანს მდგომარეობის გაუმჯობესებას”, - განაცხადა მარიკა არევაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება