კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა

კულტურისა და სპორტის მინისტრად მუსიკოსი, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი, თინათინ რუხაძე დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

ამ პოსტზე რუხაძე თეა წულუკიანს შეცვლის.

„მინდა წარმოგიდგინოთ კულტურისა და სპორტის მინისტრი, თინათინ რუხაძე. 1989 წლიდან ის არის საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ დირექტორი. ასევე ის იყო ტელეფესტივალ „მანას“ აღმასრულებელი დირექტორი; იყო ტვ „ტიბისი TV-ის“ გენერალური პროდიუსერი; ასევე, საქტელერადიო მაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის უფროსი და პროდიუსერი; შპს „მელოდია არტის“ დირექტორის მოადგილე, გენერალური პროდიოუსერი; ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი; იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში და 2016 წლიდან დღემდე, ის იყო მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი. მინდა მას წარმატებები ვუსურვო კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე და მოგვიანებით კულტურის მინისტრის თანამდებობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმა, ასევე, წარადგინა მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა გოგოლაძე, რომელიც სპორტის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

შეგახსნებთ, რომ თეა წულუკიანი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაშია, რის გამოც მან 26 სექტემბეტს კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. წულუკიანი ამ პოსტს 2021 წლის მარტიდან იკავებდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს