ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გალში დავით ქაცარავას კუთვნილი დრონი ჩამოაგდეს, რომელიც სამხედრო ობიექტებს იღებდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ე.წ. აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის ერთობლივი პატრულირებისას გალის რაიონის სოფელ ბგოურაში Mavic 3 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

მათივე ინფორმაციით, დრონი 16 ოქტომბერს, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა მაშინ აღმოაჩინეს, როცა ის მიმდებარე ტერიტორიასა და სამხედრო ობიექტებს იღებდა.

„ოპერატიული მონაცემებით დადგინდა, რომ ეს მოწყობილობა ეკუთვნოდა ცნობილ ქართველ აქტივისტს და „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერს, დავით ქაცარავას“, - აღნიშნულია ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება