მთავრობა, არჩევნების შემდეგ, სპორტისა და კულტურის სამინისტროს გაყოფას გეგმავს - კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელად თინათინ რუხაძე დარჩება, სპორტის სამინისტროს კი შალვა გოგოლაძე ჩაიბარებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ დაინიცირდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ცალ-ცალკე უწყებებად ჩამოყალიბდება.

„არჩევნების დასრულებისთანავე ჩვენ დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, სამინისტროს გაიყოფა ანუ კულტურის სამინისტრო ჩამოყალიბდება როგორც ცალკე ინსტიტუტი და ჩამოყალიბდება ცალკე სპორტის სამინისტრო. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წარმატებები სპორტის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის განვითარებას და ცალკე, სპორტის სამინისტროს შექმნაც იქნება ყურადღების კიდევ ერთი გამოხატულება. სპორტი დარჩება განსაკუთრებულ პრიორიტეტად და სწორედ ამის გამოხატულება იქნება სპორტის სამინისტროს არსებობა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, გაყოფის შემდეგ, კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელად ახლად დანიშნული მინისტრი - თინათინ რუხაძე დარჩება, სპორტის სამინისტროს კი შალვა გოგოლაძე ჩაიბარებს, რომელიც უწყების გაყოფამდე, თინათინ რუხაძის პირველი მოადგილე იქნება და სპორტის მიმართულებას ჩაიბარებს.

„რაც შეეხება კულტურისა და სპორტის მინისტრს, ვიდრე სამინისტრო გაიყოფა, იქნება ერთი მინისტრი- თინათინ რუხაძე. შალვა გოგოლაძე კი ამ ეტაპისთვის დაიკავებს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, ის იქნება სპორტის კურატორი კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხოლო მას შემდეგ, რაც სპორტის სამინისტრო გაიყოფა, ის დაიკავებს სპორტის მინისტრის თანამდებობას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს