შალვა გოგოლაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო კიდევ იზეიმებს იმ დიდ მიღწევებს, როგორც დღეს ზეიმობს ფეხბურთისა და სპორტის სხვა სახეობაში - ახლო მომავალში დავიწყებთ რეგიონში გასვლას, რომ 4-10 წლის გეგმები დავსახოთ

დარწმუნებული ვარ, საქართველო კიდევ ერთხელ იზეიმებს იმ დიდ მიღწევებს, როგორც დღეს ზეიმობს ფეხბურთისა და სხვადასხვა სპორტის სახეობაში,- ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ განაცხადა, რომელიც აღნიშნული უწყების გაყოფის შემდეგ სპორტის სამინისტროს უხელმძღვანელებს.

ამასთან, როგორც გოგოლაძემ განმარტა, ახლო მომავალში ქართული სპორტის განვითარების 4-10 წლის გეგმებს დასახავს.

„მადლობა პრემიერს და გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. პატივია და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა ქართულ სპორტს ვუხელმძღვანელო, ვინაიდან ქართული სპორტი დღეს არის ერთ-ერთ უმაღლეს დონეზე. დარწმუნებული ვარ, პრემიერთან და ქართულ გუნდთან ერთად საქართველო კიდევ ერთხელ იზეიმებს იმ დიდ მიღწევებს, როგორც დღეს ზეიმობს ფეხბურთსა და სხვადასხვა პორტის სახეობაში. ახლო მომავალში დავიწყებთ ფედერაციებთან და სხვადასხვა რეგიონში აქტიურ გასვლას იმისთვის, რომ 4-10 წლის გეგმები დავსახოთ თუ როგორი იქნება ჩვენი ქართული სპორტის განვითარების კუთხით“,- აღნიშნა შალვა გოგოლაძემ.

ცნობისთვის, მთავრობა, არჩევნების შემდეგ, სპორტისა და კულტურის სამინისტროს გაყოფას გეგმავს - კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელად თინათინ რუხაძე დარჩება, სპორტის სამინისტროს კი შალვა გოგოლაძე ჩაიბარებს. ცვლილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს