გივი მიქანაძე - სიცრუის ნარატივის გავრცელებას ხელს უწყობენ ე.წ. ნეიტრალური ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რითაც საზოგადოებას აჩვენებენ, რომ ნეიტრალიტეტთან და მიუკერძოებლობასთან საერთო არაფერი აქვთ

სიცრუის ნარატივის გავრცელებას ხელს უწყობენ ე.წ. ნეიტრალური ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რითაც ისინი კიდევ ერთხელ საზოგადოებას აჩვენებენ, რომ მათ ნეიტრალიტეტთან და მიუკერძოებლობასთან საერთო არაფერი აქვთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საია-ს თავმჯდომარემ ჩაატარა ბრიფინგი და წარადგინა შუალედური ანგარიში, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადგილობრივი ორგანიზაციები მიკერძოებულები არიან.

„დღეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ჩაატარა ბრიფინგი, სადაც წარადგინა შუალედური ანგარიში და გამოეხმაურა ანტიკორუფციული კომისიის გადაწყვეტილებას პოლიტიკური მიზნების მატარებელ სუბიექტებად კონკრეტული ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების დადგენას და ამას კანონის არასწორი ინტერპრეტაცია უწოდა, ისევე, როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ ოპოზიციური ტელეკომპანიების მხრიდან „ქართული ოცნების“ სარეკლამო ვიდეორგოლის არგაშვებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენას. გარდა იმისა, რომ ორივე საკითხთან მიმართებით იმსჯელა სასამართლომ და დაადასტურა კანონის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა სისწორე, ყველასთვის ნათელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და „აირჩიე ევროპის“ წარმომადგენლები უშუალოდ იყვნენ და არიან პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, სხვა რომ არაფერი მათი წარმომადგენლები სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა წარადგინეს დეპუტატობის კანდიდატებად პარტიულ სიებში და დადგენილია მათი მხრიდან პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული არაერთი შემოწირულობა. ამიტომ, მსგავსი განცხადებების გაკეთება, იმის ფონზე, რომ კვლავაც მიმდინარეობს მმართველი გუნდის წინააღმდეგ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის ფაქტების იგნორირება, კიდევ ერთხელ ავლენს ადგილობრივი ორგანიზაციების მიკერძოებულობას.“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბრიფინგზე, ასევე, ისაუბრა ოპოზიციური პარტიების, მათი მედიასაშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოებულ კამპანიაზე, რომელიც მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ადგილობრივი ორგანიზაციების დონორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება მათი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ, შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ.

მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები და აღნიშნული ფაქტები შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის მიერ სიცრუის ტირაჟირება.

„მივმართავთ ადგილობრივი ორგანიზაციების დონორებს, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება და არასწორი აღქმების ჩამოყალიბება ამომრჩევლებს შორის, მათი პასუხისმგებლობაცაა; ამიტომ, მოვუწოდებთ, რომ მათი მხრიდან ამ ფაქტებს მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება.

მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება, ასევე - ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მათი მხარდაჭერის კუთხით პოზიციონირება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო