პრემიერი - რა შეხვედრები გაიმართა, ვინ იყო მოსული, რა მოგვთხოვა თებერვალ-მარტში და მოგვიანებით, ამაზე არ ვსაუბრობთ - არის რაღაცები, რასაც არ ვამბობთ იმიტომ, რომ ურთიერთობებს ვუფრთხილდებით

რა შეხვედრები გაიმართა, ვინ იყო მოსული, რა გვითხრა, რა მოგვთხოვა თებერვლის დასაწყისში, თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში, მარტის შუა რიცხვებში და მოგვიანებით, ამაზე არ ვსაუბრობთ - არის რაღაცები, რასაც არ ვამბობთ იმიტომ, რომ ვუფრთხილდებით ურთიერთობებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან ამასთან დააკონკრეტა, რომ როდესაც საუბარი აქვთ საქართველოს ომში ჩართვისა და ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების ინტერესზე, გულისხმობენ არა შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, არამედ გლობალური ომის პარტიას. თუმცა, პრემიერის განმარტებით, მსგავსი განცხადების გაკეთებისას იმასაც აკონკრეტებენ, რომ გლობალური ომის პარტიას ორივე [აშშ-ისა და ევროკავშირის] მიმართულებით ოფიციალურ ინსტიტუტებზე არსებითი გავლენა აქვთ.

„ძალიან ბევრ რამეს ჩვენ საერთოდ არ ვეხებით და არ ვამბობთ. რა შეხვედრები გაიმართა, ვინ იყო მოსული, რა გვითხრა, რა მოგვთხოვა თებერვლის დასაწყისში, თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში, მარტის შუა რიცხვებში და მოგვიანებით, ამაზე არ ვსაუბრობთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე თუ ვის უნდოდა და ვის უნდა საქართველოში ომი, მათ შორის, ვის უნდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება მეორე ფრონტის გასახსნელად, იქ ვაკონკრეტებთ ხოლმე, რომ აქ ვგულისხმობთ არა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, არამედ გლობალური ომის პარტიას, თუმცა იქვე ვაცხადებთ, რომ, სამწუხაროდ, გლობალური ომის პარტიას აქვს არსებითი, პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ყველაფერს მკაფიოდ ვამბობთ ჩვენ, უბრალოდ არის რაღაცები, რასაც არ ვამბობთ იმიტომ, რომ ვუფრთხილდებით ურთიერთობებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება