„ჰამასის“ წარმომადგენელი - ისრაელს სჯერა, რომ ჩვენი ლიდერების მკვლელობა ჩვენი მოძრაობის და ბრძოლის დასასრულს ნიშნავს - „ჰამასის“ აღმოფხვრა შეუძლებელია

დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს უფროსი წევრის, ბასემ ნაიმის განცხადებით, მათი დამარცხება შეუძლებელია.

„ჰამასი“ არის განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც ხელმძღვანელობენ ადამიანები, რომლებიც ეძებენ თავისუფლებას და ღირსებას და მისი აღმოფხვრა შეუძლებელია. როგორც ჩანს, ისრაელს სჯერა, რომ ჩვენი ლიდერების მკვლელობა ჩვენი მოძრაობის და პალესტინელი ხალხის ბრძოლის დასასრულს ნიშნავს“, - აღნიშნა ბასემ ნაიმმა.

მისი თქმით, „ჰამასი“ ყოველ ჯერზე ძლიერდებოდა და უფრო პოპულარული ხდებოდა და ეს ლიდერები იქცეოდნენ მომავალი თაობის ხატად, რათა მათ თავისუფალი პალესტინისკენ სვლა გაეგრძელებინათ.

„დიახ, ძალიან მტკივნეული და დამთრგუნველია საყვარელი ადამიანების დაკარგვა, განსაკუთრებით ისეთი არაჩვეულებრივი ლიდერების, როგორიც ჩვენია, მაგრამ რაშიც დარწმუნებული ვართ, არის ის, რომ საბოლოოდ გავიმარჯვებთ, ეს არის ყველა ხალხის შედეგი, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის“, - აღნიშნა „ჰამასის“ წარმომადგენელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება