შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აბრეშუმის გზის მე-19 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტრადიციულ, აბრეშუმის გზის მე-19 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანია რეგიონში და მის გარეთ ეკონომიკურ-პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების მეცნიერული ანალიზი, ექსპერტთა მოსაზრებების ურთიერთგაცვლა და პრობლემატურ საკითხებთან მიმართებაში ოპტიმალური გამოსავლის გზების ძიება.

ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის თემატიკა აქტუალურ გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს ასახავდა.

„კონფერენცია წელსაც შინაარსობრივად მრავალფეროვანი იყო და მასში ექვსი ქვეყნის 21 უნივერსიტეტის მეცნიერი და დოქტორანტი მონაწილეობდა. ეს ქვეყნებია: ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, თურქეთი, ინდოეთი და საქართველო. კონფერენციის ფარგლებში იმუშავეს ქართულმა და ინგლისურმა სესიებმა, მათ შორის, ეკონომიკის, ბიზნესის, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსების, კომპიუტერული მეცნიერებების, პოლიტიკის, უსაფრთხოების, სამართლის, სოციალური მეცნიერებების, კულტურის, ისტორიის, ლიტერატურისა და განათლების საკითხებზე, სადაც კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს მეცნიერების მოხსენებები, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება და გამართეს საინტერესო პანელური დისკუსიები. კონფერენციის პარტნიორი უნივერსიტეტები იყვნენ: კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ), კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი (პოლონეთი), ზილინას უნივერსიტეტი (სლოვაკეთი) და გამოყენებითი ფსიქოლოგიის კოლეჯი (ჩეხეთი). კონფერენციის მთავარი მომხსენებლები იყვნენ კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის ასოცირებული, პროფესორი, დოქტორი, თომას ჟედინაკი და ჩეხეთის გამოყენებითი ფსიქოლოგიის კოლეჯის ასოცირებული, პროფესორი, დოქტორი, მილან ფილა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება