თორნიკე რიჟვაძე - მოსახლეობამ აჭარაში კარგად იცის, რომ სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის” მთავარი რეკეტი გახლდათ ხაზარაძე, რომელსაც უკავშირდება არაერთო ოჯახის გაუბედურება აჭარაში, მთლიანი გვარების გაუბედურება, მათი გაკულაკება

მსურს გაგაცნოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მორგებული და გათვლილია აჭარის თითოეული მცხოვრებლის საჭიროებებზე, მათ კეთილდღეობაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიზნით და სულისკვეთებით ვხელმძღვანელობდით აქამდე და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ ახალი შემართებით გავაგრძელებთ ამ მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან რეგიონში წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა და ხაზი ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას გაუსვა, რომლის მიხედვითაც დადებითად არის შეფასებული წინასაარჩევნო გარემო როგორც მთლიანად ქვეყანაში, ისე აჭარის რეგიონში.

„მინდა კომენტარი გავაკეთო მათ შორის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სატელიტ პარტიებზე: ჩვენმა მოსახლეობამ აჭარაში, ჩვენმა ძვირფასმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ მთავარი რეკეტი გახლდათ ხაზარაძე, რომელსაც უკავშირდება არაერთო ოჯახის გაუბედურება აჭარაში, არამარტო ცალკეული ოჯახების, არამედ მთლიანი გვარების გაუბედურება, მათი გაკულაკება და წარმოუდგენელია, რომ ქობულეთში, ბათუმში ამ პარტიამ, რომელიც შეხმატკბილებულია „ნაცმოძრაობასთან“, მიაღწიოს საარჩევნო ბარიერს. ჩვენ ამ წინასაარჩევნო გარემოში გავაგრძელებთ ჩვენს მოქალაქეებთან, ამომრჩევლებთან აქტიურ კომუნიკაციას როგორც მთლიანად გუნდი, ისე ჩვენი ძალიან ღირსეული დელეგატები. დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ სწორედ მშვიდობის, ღირსების და რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გათვალისწინებით შევძლებთ, რომ წინ ვიაროთ ევროპული სახელმწიფოსკენ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო