დიმიტრი ხუნდაძე - ღრმად მწამს, რომ ჩვენი არჩევანი მშვიდობის, სტაბილურობის, რწმენისა და ტრადიციების შენარჩუნების სასარგებლოდ იქნება

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მოსახლეობას ქალაქ მცხეთაში შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

მათივე ცნობით, დელეგატმა მოისმინა აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე.

„მცხეთაში მიღებული გადაწყვეტილება განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს! ღრმად მწამს, რომ ჩვენი არჩევანი მშვიდობის, სტაბილურობის, რწმენისა და ტრადიციების შენარჩუნების სასარგებლოდ იქნება“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება