პრემიერ-მინისტრი - არაფერი არ არის შეჩერებული, თუ რამეა შეჩერებული, ეს არის სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტეგრაცია - ყველა მიმართულებით გვაქვს ვითარება, რაც ხელს შეუწყობს, რომ 2030 წლისთვის ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრი

არაფერი არ არის შეჩერებული. თუ რამე არის შეჩერებული, ეს არის სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტეგრაცია ევროკავშირში- ყველა მიმართულებით გვაქვს ისეთი ვითარება, რაც ხელს შეუწყობს, რომ 2030 წლისთვის ჩვენ გავხდეთ სწორედ ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, გრძნობს თუ არა საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ახლა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.

როგორც პრემიერმა განმარტა, გაწევრიანების პროცესი იმ ქვეყნების შემთხვევაში არის შეჩერებული, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობა არის კრიზისის ზღვარზე და ამ ზღვარს მიღმა, რომლებსაც აქვთ კატასტროფული ვითარება დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის თვალსაზრისით, კორუფციისა და პოლიტიკური და მედიაპლურალიზმის კუთხით და ეს კობახიძის თქმით, საქართველოს არ ეხება.

„არაფერი არ არის შეჩერებული, თუ რამე არის შეჩერებული, ეს არის სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტეგრაცია ევროკავშირში. როდესაც შენი ეკონომიკური მდგომარეობა არის კრიზისის ზღვარზე და ამ ზღვარს მიღმა, როდესაც გაქვს კატასტროფული ვითარება დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის თვალსაზრისით, კორუფციის კუთხით პოლიტიკური და მედია პლურალიზმის კუთხით, იქ ჩერდება ევროინტეგრაციის პროცესიო და საქართველოში ყველაფერი არის რადიკალურად განსხვავებულად, გვაქვს დემოკრატიის მაღალი ხარისხი, პოლიტიკური და მედია პლურალიზმის მაღალი ხარისხი, კორუფციის დაბალი დონე. ყველა მიმართულებით გვაქვს ისეთი ვითარება, რაც ხელს შეუწყობს, რომ 2030 წლისთვის ჩვენ გავხდეთ სწორედ ევროკავშირის პირველი წევრი ქვეყანა,“ - განაცხადა კობახიძემ.

მან ტყუილი უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველოში ავტორიტარიზმი და არადემოკრატიული მმართველობაა და აღნიშნა, რომ ტყუილზე დიდხანს ვერ იქნება დაფუძნებული პროცესები.

„ევროპული საბჭოს დასკვნაში უკრაინას და მოლდოვას აქვს დადებითი შეფასებები, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ხურავენ ტელევიზიებს, ხურავენ პოლიტიკურ პარტიებს, აღარ არსებობს არც მედია პლურალიზმი, არც პოლიტიკური პლურალიზმი, ყვავის კორუფცია, არის უმძიმესი პრობლემები, ინსტიტუტები არის უკიდურესად სუსტი, მოლდოვა რჩება დსთ-ს წევრად - აქ ხომ ობიექტურობა არის მთავარი და ამას ხედავს საზოგადოება.

ყველამ ყველაფერი იცის, უბრალოდ მოლდოვის მიმართ არ არის ის ინტერესები, რაც არის საქართველოს მიმართ. მძიმე ინტერესები იყო საქართველოში, რაც გამოიკვეთა 2022 წლის თებერვლიდან - გლობალური ომის პარტია, მისი გავლენა ევროკავშირზე, ამ ინტერესებზე გესაუბრებით, იგივე ინტერესები არ არის მოლდოვის მიმართ.

თქვენ გაქვთ დალაგებული მესიჯი, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, სისხლიანი რეჟიმის ხალხი, თუ არ დაბრუნდება ხელისუფლებაში, საქართველოს არ ეღირსება ევროინტეგრაცია. ჩვენი მესიჯია, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ზუსტად ასე წინსვლა, იმისთვის, რომ 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა.

ავტორიტარიზმი ხომ ტყუილია, არადემოკრატიული მმართველობა ხომ ტყუილია, როგორც კი დასრულდება არჩევნები, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, მაშინვე შეიცვლება განცხადებებიც და გადაიტვირთება ურთიერთობა როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ტყუილზე დიდხანს ვერ იქნება დაფუძნებული ეს პროცესები“, - განაცხადა კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო