პრემიერი - მანიპულაცია კი არა, ადამიანური შეცდომებიც გამოირიცხება, ისეთი აპარატურით ჩატარდება არჩევნები, ასეთ ვითარებაში საფუძველი არ აქვს გაყალბებაზე საუბარს - იმედია PVT-ს არ გაგვიყალბებენ

იმედია PVT-ს არ გაგვიყალბებენ, ან რაიმეს ასეთს არ გააკეთებენ, - ასე შეაფასა, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაივლის, რასაც საერთაშორისო დამკვირვებლები აღიარებენ, ხოლო თუ ასე არ მოხდება, მზად არიან განსხვავებული ვარიანტები წარმოადგინონ, რაც „არ არის მუქარა და მარტივი რეალობაა“.

როგორც პრემიერმა განმარტა, ოპოზიციას ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული და მსგავს პირობებში ვიღაცას კიდევ რომ აქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი არასწორი მიმართულებით აზროვნებს.

„იმედია PVT-ს არ გაგვიყალბებენ, ან რაიმეს ასეთს არ გააკეთებენ. რაც შეეხება არჩევნებს, ერთი კვირაა დარჩენილი და ყველა ხედავს, რომ არჩევნები წარიმართება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში. არაფერი არ მიანიშნებს, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში რაიმე შეიძლება შეგვეცვალოს. არჩევნების დღეს, გამოყენებული იქნება ელექტრონული აპარატურა, ხმების დათვლა, მანამდე ხმის მიცემა და ამომრჩევლის რეგისტრაცია მოხდება ელექტრონული ფორმით. არჩევნების დღესაც გამორიცხულია მანიპულაცია. მანიპულაცია კი არა, ადამიანური შეცდომებიც გამოირიცხება ისეთი აპარატურით ჩატარდება ეს არჩევნები. ასეთ ვითარებაში არავითარი საფუძველი არ აქვს მსგავს რაღაცებზე საუბარს. როდესაც ამ ყველაფრის პირობებში, მაინც მიდის აღნიშნულზე საუბარი შემაშფოთებელია.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, შეიძლება ვიღაც გაღიზიანდეს იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ აიღებს 60%-ს არჩევნებზე და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ წააგებს. შეიძლება ვიღაცას ეწყინოს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ვერ აწამებს ადამიანებს, ვეღარ დახოცავს ქუჩაში 150 ადამიანს, რასაც აკეთებდნენ...ვიღაცისთვის, შესაძლოა საწყენი იყოს და გამაღიზიანებელი, მაგრამ ყველა უნდა შეეგუოს ქართველი ხალხის არჩევანს. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, რაც მშვიდობის და ეკონომიკური წინსვლის დამსახურებაა, რაც იმის დამსახურებაა, რომ ოპოზიციას ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული, ასეთ პირობებში ვიღაცას კიდევ რომ აქვს ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი, ის აშკარად არასწორი მიმართულებით აზროვნებს“,-აღნიშნა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დღეს მედიასთან ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების წინ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი, დაშინების ელემენტებს შეიცავს.

„გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ის ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ეს შეფასდება საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ასე არ მოხდა, ჩვენ მზად ვართ, წარმოვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა ვარიანტი. ეს არ არის მუქარა, ეს მარტივი რეალობაა. მსგავსი მაგალითები წარსულშიც ყოფილა, სადაც არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და სადაც ჩვენ ევროკავშირს არ გვქონდა სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ გაგვეტარებინა სხვადასხვა ზომა, მათ შორის, სანქციები. სანქციების დაწესება მარტივი არ არის, რადგან მოითხოვს ევროკავშირის ყველა წევრის ერთობლივ გადაწყვეტილებას, მაგრამ, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ მოითხოვს ერთსულოვან გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო