საქართველოს ბიზნესასოციაციაში ბიზნესში წარმოქმნილი დავის მოგვარებისთვის მედიაციის გამოყენების მნიშვნელობა განიხილეს

საქართველოს ბიზნესასოციაციაში მედიატორთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში, განიხილეს მედიაციის როლი და მნიშვნელობა ბიზნესში წარმოქმნილო დავების მიმართულებით.

ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ასოციაციის საქმიანობა დეტალურად გააცნო. საუბარი, ასევე შეეხო „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც აღნიშნულ საქმიანობას არეგულირებს.

ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რა დროსაც BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

„საქართველოს ბიზნესასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს მედიატორთა ასოციაციასთან, ვინაიდან ბიზნეს დავების ეფექტიანი და დროული გადაჭრა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სექტორისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო სამართალწარმოების პროცესში დავების განხილვა დროში საკმაოდ გახანგრძლივებული პროცესია, ვთავაზობთ ჩვენს წევრ კომპანიებს ამ მექანიზმის გამოყენებას, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს მათ დროსა და რესურსებს“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება