„ჯივიპიმ“ ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2024 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე წყალსადენის ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო, რომელშიც კომპანია 1,5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში 6.5 კმ სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები განახლდება, 53 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება, 27 საკვანძო ჭა და 17 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყობა.

„აღსანიშნავია, რომ ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე არსებული წყალსადენის ხანდაზმული ქსელების შეცვლასთან ერთად, ახალი ქსელის განვითარება აუცილებელი იყო. სარეაბილიტაციო პროექტის მიზანი, სწორედ არსებული აბონენტების სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფა და ახალი აბონენტების დამატების შესაძლებლობაა“, - განაცხადა „ჯივიპის“ აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ.

მათივე ინფორმაციით, ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სექტემბერში დაიწყო და იანვრის ბოლოს დაასრულებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება