ბადრი ჯაფარიძე - მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის  უკულტურო ხელისუფლება

ახლა მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის უკულტურო ხელისუფლება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ კულტურის ახალი მინისტრის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც ქართულ კულტურას დიდი ზიანი მიაყენა.

„მათ ხელისუფლებაში ყოფნის მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩათ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საკადრო ცვლილებები რაიმე მნიშვნელობის მატარებელი არ არის იმიტომ, რომ ეს გამორჩეული ძალაა, რომელსაც დიდი ზიანი აქვს მიყენებული ქართული კულტურის მიმართ,“ -განაცხადა ბადრო ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, კულტურისა და სპორტის მინისტრად მუსიკოსი, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი, თინათინ რუხაძე დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე რუხაძე თეა წულუკიანს შეცვლის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს