სერგეი ლავროვი - რუსეთს აქვს კონტაქტები საქართველოსთან და ასევე, საჭიროებისამებრ, შესაძლებლობა, რომ აქტუალური საკითხები განიხილონ

რუსეთს აქვს კონტაქტები საქართველოსთან და ასევე, საჭიროებისამებრ, შესაძლებლობა, რომ აქტუალური საკითხები განიხილონ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან. გვაქვს ინტერესების სექცია შვეიცარიის საელჩოში. იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც, საჭიროებისამებრ, აქვთ შესაძლებლობა განიხილონ აქტუალური საკითხები, პირველ რიგში ვაჭრობის, ტურიზმის სფეროებში, ხალხთა შორის კონტაქტები უშუალოდ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან“, - აღნიშნა ლავროვმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება