თინა ბოკუჩავა - შემოგვიერთდით 20 ოქტომბერს ერთობის მარშზე, რათა ივანიშვილმა არჩევნებამდე ბოლო გაფრთხილება მიიღოს

შემოგვიერთდით 20 ოქტომბერს ერთობის მარშზე, რათა ივანიშვილმა არჩევნებამდე ბოლო გაფრთხილება მიიღოს - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” 17:00 საათზე გმირთა მოედანზე იკრიბება და თავისუფლების მოედნისაკენ გავემართებით, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავამ მათ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ 20 ოქტომბერს, ისტორიულ არჩევნებამდე 6 დღით ადრე ერთობის მარშს შეუერთდნენ.

„20 ოქტომბერს, ისტორიულ არჩევნებამდე 6 დღით ადრე ერთობის მარში გაიმართება. 20 ოქტომბერს, 5 საათზე, თბილისის ხუთ ლოკაციაზე თბილისში ვიკრიბებით და თავისუფლების მოედნისკენ მოვდივართ. „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობა” გმირთა მოედანზე იკრიბება. მინდა ვთხოვო ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს - შემოგვიერთდით. მინდა ვთხოვო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, შემოგვიერთდით. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რომ არჩევნებამდე ივანიშვილმა ბოლო გაფრთხილება მიიღოს, რომ საქართველო ევროპულ მომავალს არ დათმობს. ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია, ერთიანობით ვამარცხებთ „ქართულ ოცნებას“, ერთიანობით ვიმარჯვებთ. შევხვდებით 20 ოქტომბერს 5 საათზე გმირთა მოედანზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს