გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 ოქტომბერს, 02:00-დან 03:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, ჰუგო ჰუბერტის, ბერტა ფონ ზუტნერის, შერმადინის, იაკობ რაინეგსის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, კრისტიან სტივენის, შოთა რუსთაველის, ჰაინრიხ კლაპროთის, ბარონ დე ბაის, ცამეტი ასურელი მამის და მიმდებარე ქუჩებზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 10:00-დან 15:00 საათამდე, დენი გაითიშება დაბა თიანეთში 9 აპრილის, რუსთაველის, ლაშარის, გელოვანის, სანიკიძის, ვაჟა-ფშაველას, ფიროსმანის, დუმბაძის, ხაწირის, ბეწუკელის, გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

ასევე, 20 ოქტომბერს 10:00-დან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არღუნი, ახალი ტონჩა, ჯავახიანთკარი, დუდაურები, ვეძათხევი, ველთაურთკარი, მილახვრიანი, ოქრუაანი. ხოლო 14:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში გველეთი, დარიალი, ლარსი. 21 ოქტომბერს 06:00-დან 08:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს