ლევან სანიკიძე - იძულებითი ემიგრაცია დიდ ეროვნულ ტრაგედიად იქცა, რაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი დემოგრაფიული კატასტროფა

იძულებითი ემიგრაცია დიდ ეროვნულ ტრაგედიად იქცა, რაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი დემოგრაფიული კატასტროფა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

სანიკიძის თქმით, ახალგაზრდები, რომლებიც უნდა ქმნიდნენ ეკონომიკურ დოვლათს, უპერსპექტივობის გამო ტოვებენ ქვეყანას.

„უკანასკნელი 12 წლის მანძილზე იძულებითი ემიგრაცია ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობისთვის საკუთარი თავის გადარჩენის ერთადერთ საშუალებად იქცა. მხოლოდ 2023 წელს საქართველო 165 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დატოვა. საგანგაშოა ის მაჩვენებელიც, რომ აქედან 70 პროცენტი არის 30 წლამდე ჩვენი თანამოქალაქე. ახალგაზრდები, ამ ქვეყნის მთავარი მაშენებლები, რომლებიც უნდა ქმნიდნენ ეკონომიკურ დოვლათს, უპერსპექტივობის გამო ტოვებენ ჩვენს სამშობლოს. იძულებითი ემიგრაცია დიდ ეროვნულ ტრაგედიად იქცა, რაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი დემოგრაფიული კატასტროფა”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს