კესო მახარაძე - “მზისკარი” ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონებისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის და გასტრონომიული კუთხით განსაკუთრებული ხაზია

“მზისკარი” ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონებისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის და გასტრონომიული კუთხით განსაკუთრებული ხაზია, - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის „მზისკარის“ პროექტის მონაწილე, „ტაბერნე გურიაში-აცანას“ დამფუძნებელი, კესო მახარაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ გარემოში, ადგილობრივი სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციების გაცნობას; კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობასა და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას.

მათივე ცნობით, „მზისკარი“ ოჯახური გასტრო მასპინძლობის ქსელია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე „მზისკარის“ ქსელში 8 ობიექტია გაერთიანებული. „ტაბერნე გურიაში-აცანა“ საოჯახო კვების ობიექტია, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში მდებარეობს.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ვინც ჩამოაყალიბა “მზისკარი”და შეგვარჩია ბენეფიციარები. “მზისკარი” ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონებისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის და გასტრონომიული კუთხით განსაკუთრებული ხაზია, რომელიც საქართველოს რეგიონებს გამოარჩევს, რაც აინტერესებს უცხოელ ვიზიტორებს ადგილობრივთან ერთად. მინდა გითხრათ, რომ ტურისტული ლოკაციებისთვის და ასეთი ტურისტული ობიექტების მფლობელებისთვის ეს პროექტი ერთგვარი ფუფუნებაა, იმიტომ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მივიღეთ მაღალი პროფესიონალური კონსულტაციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის“,-აცხადებს კესო მახარაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება