ვლადიმერ პუტინი კითხვაზე, წავა თუ არა ბრაზილიაში ჰააგის სასამართლოს მიერ მასზე გაცემული ორდერის გათვალისწინებით - რა, სპეციალურად წავალ იქ, რომ ფორუმის ნორმალური მუშაობა დავარღვიო?

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, არ წავა „დიდი ოცეულის” სამიტზე ბრაზილიაში, სადაც ის ჰააგის სასამართლოს ორდერით უნდა დააკავონ. ამის შესახებ პუტინმა BRICS-ის წევრი ქვეყნების ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კითხვაზე, წავა თუ არა ის ბრაზილიაში მასზე გაცემული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის გათვალისწინებით, პუტინმა უპასუხა: „რა, სპეციალურად წავალ იქ, რომ ამ ფორუმის ნორმალური მუშაობა დავარღვიო?“

„ხომ ყველას შესანიშნავად გვესმის, რომ ეს სსსს-ც [სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო] რომ გამოვრიცხოთ, ყველა საუბარი მხოლოდ ამაზე იქნება. ფაქტობრივად ჩავშლით „ოცეულის“ მუშაობას. რისთვის?

ვიპოვით ვინმეს, ვინც მაღალ დონეზე ღირსეულად წარადგენს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ბრაზილიაში“, - განაცხადა პუტინმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს