„საქართველოს რკინიგზა“ სატვირთო-ავჭალის გადასარბენზე გეგმური სამუშაოების შესრულების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

„საქართველოს რკინიგზა“ ეხმაურება 3 სექტემბერს, თბილისში, სატვირთო-ავჭალის გადასარბენზე გეგმური სამუშაოების შესრულების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვმი, ინფორმაციის დამახინჯებული ფორმით გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და კომპანიის რეპუტაციის შელახვას.

„საქართველოს რკინიგზა“ ეხმაურება ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 3 სექტემბერს თბილისში, სატვირთო-ავჭალის გადასარბენზე გეგმური სამუშაოების შესრულების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის დამახინჯებული ფორმით გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და კომპანიის რეპუტაციის შელახვას.

შემთხვევის შედეგად დაზარალებული სამი თანამშრომლის შესახებ „საქართველოს რკინიგზამ“ მყისიერად აცნობა შესაბამის უწყებებს. დაშავებული თანამშრომლები სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილ იყვნენ კლინიკებში, სადაც მათ ოპერატიულად აღმოუჩინეს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.

დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯები სრულად დაფინანსდა სადაზღვევო კომპანიის მიერ, რადგან „საქართველოს რკინიგზა“ ანაზღაურებს არათუ ყველა თანამშრომლის, არამედ მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს. აქვე განვმარტავთ, რომ მკურნალობის პერიოდში დაზარალებულ პირთან, ბესო დავლიანიძესთან პირდაპირ კონტაქტზე იმყოფებოდნენ მისი უშუალო ხელმძღვანელი და „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის წევრები. ამასთან, კომპანიის თანამშრომლებმა დაშავებულები რამდენჯერმე მოინახულეს მათი სახლში გაწერის შემდეგაც. რაც შეეხება დამატებითი მედიკამენტების ხარჯებს - უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაწეულ იქნა დახმარება 500 ლარის ოდენობით.

ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს დაზარალებულს კუთვნილი ხელფასი არ ჩაერიცხა. ამ საკითხთან დაკავშირებით განვმარტავთ - ბიულეტენზე მყოფი დაშავებული თანამშრომლისთვის, კანონმდებლობის თანახმად, სახელფასო ანაზღაურება მოხდება საავადმყოფო ფურცლის წარმოდგენის შემდეგ. აქვე აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ პირს „საქართველოს რკინიგზის“ პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ჩაერიცხა სახელფასო დანამატი“,- ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის