ანა დოლიძე - ჩვენი მთავარი ამოცანა და დავალება არის სამუშაო ადგილების შექმნა

ჩვენ ვართ კრიტიკულ ზღვარს მისული, ხალხი გარბის აქედან. ჩვენი მთავარი ამოცანა და დავალება არის სამუშაო ადგილების შექმნა, - ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, საქსტატის მონაცემებით, 30-წლამდე ახალგაზრდების 26% უმუშევარია.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც გამოარჩევს ჩვენს კოალიციას არის ის, რომ ჩვენ ვართ საქმიანი პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენ საქმიანები ვართ იქიდან გამომდინარე, რომ კარგად ნაფიქრი, დამუშავებული და შეჯერებული გეგმა გვაქვს, თუ როგორ ვაპირებთ, რომ ამ ქვეყანას მივხედოთ. ბევრ თქვენგანს ჩემნაირად აქვს განცდილი ის უბედურება, რაც არის უმუშევრობა. ის დეპრესია, უიმედობა, ემიგრაციაზე ფიქრი, რასაც იწვევს უმუშევრობა. ცოტა ხნის წინ საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა ციფრი, რომლის მერეც ყველა მთავრობა გადადგებოდა. 30-წლამდე ახალგაზრდების 26% უმუშევარია.

ჩვენ ვართ კრიტიკულ ზღვარს მისული. ხალხი გარბის აქედან. ჩვენი მთავარი ამოცანა და დავალება არის სამუშაო ადგილების შექმნა", - განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება