რატი ბრეგაძე - პოლიტიკოსები, რომლებიც აგვისტოს ომის შემდგომ რუს ტურისტებს საზღვართან მომღიმარი სახეებით ხვდებოდნენ, დღეს რუსეთუმეობას აბრალებენ სხვებს - პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც შეშურდებოდა მათი

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებში ოფიციალურად შესვლის გამო შეუწყდათ, დღეს პატრიოტებად ასაღებენ თავს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

რატი ბრეგაძის განცხადებით, დეზინფორმაცია ბოროტებაა და მარცხისთვისაა განწირული.

„პოლიტიკოსები, რომლებიც აგვისტოს ომის შემდგომ რუს ტურისტებს საზღვართან მომღიმარი სახეებით ხვდებოდნენ, რუსულად მადლობას უხდიდნენ საქართველოში ჩამობრძანების გამო და რუსულ ინვესტიციებს ღიად მიესალმებოდნენ დღეს რუსეთუმეობას აბრალებენ სხვებს;

პენიტენციური სასაკლაოს შემოქმედნი დღეს ციხეში ადამიანის უფლებებზე მსჯელობენ;

ბიზნესის რეკეტიორები ბიზნესის თავისუფლებას იწუნებენ;

„ჯარში მსახური-მონობაა-ს” პროპაგანდისტები, ფულის სანაცვლოდ ჯარისგან გამთავისუფლებელი ვითომ “პრადვინუტი” “ლიბერალები” და სამხედრო ვიდეოთამაშების ლომები დღეს სამხედროებში ვაჟკაცობისა და გამბედაობის დეფიციტზე ლაპარაკობენ.

პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც კი შეშურდებოდა მათი და დღეს, ალბათ, საფლავში ბრუნავს. მაგრამ მათ ერთი რამ ავიწყდებათ, რომ დეზინფორმაცია ბოროტებაა და მარცხისთვისაა განწირული.

ესეც ჩაივლის, მშვიდობაც იქნება და ერთიანი საქართველო ევროკავშირის ღირსეული წევრი იქნება”, - წერს რატი ბრეგაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს