დონალდ ტრამპი - სინვარი კარგი ადამიანი არ იყო - მოხარული ვარ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ იმის გაკეთება გადაწყვიტა, რაც უნდა გაეკეთებინა

სინვარი კარგი ადამიანი არ იყო - მოხარული ვარ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ იმის გაკეთება გადაწყვიტა, რაც უნდა გაეკეთებინა, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი ისრაელის ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ პოლიტბიუროს თავმჯდომარის, იაჰია სინვარის ლიკვიდაციას.

„ის კარგი ადამიანი არ იყო, ზოგჯერ ასეც ხდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სინვარის სიკვდილი მშვიდობის მიღწევას მარტივს ხდის.

„ვფიქრობ, ეს უფრო მარტივს ხდის. მოხარული ვარ, რომ ბიბიმ (ბენიამინ ნეთანიაჰუმ) იმის გაკეთება გადაწყვიტა, რაც უნდა გაეკეთებინა“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ისრაელის პრემიერ-მინისტრთან საუბარს გეგმავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება