ალექსანდრე წულაძე ქუთაისში რეაბილიტირებული საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურას გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ქუთაისში 34-ე და 37-ე საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სკოლების განახლებულ ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე.

„მინისტრი პედაგოგებსაც შეხვდა და მათ ახალ გარემოში წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სკოლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად ახალგაზრდებს კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში ექნებათ განათლების მიღების შესაძლებლობა.

მისი თქმით, განახლებულ საგანმანათლებლო სივრცეში მასწავლებლებსაც ეძლევათ მეტი მოტივაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით იმუშაონ მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაზე, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სკოლებში სწავლების ხარისხის ზრდას.

მინისტრთან ერთად, ქუთაისის ახლად რეაბილიტირებული სკოლების ინფრასტრუქტურას გაეცნენ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.

ქუთაისის 34-ე საჯარო სკოლა 450 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. რაც შეეხება 1200 მოსწავლეზე გათვლილ 37-ე საჯარო სკოლას, მისი ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარზე მეტია.

ორივე სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი, ასევე,სპორტული და სააქტო დარბაზები.

ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები. შედეგად კი, წლის ბოლომდე ჯამში 100 საჯარო სკოლას სრულიად განახლებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, შენობა ექნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია