დავით ფაცაცია ისნის რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ისნის რაიონში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე დავით ფაცაციამ დევნილ მოსახლეობას გააცნო მათი მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა, ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, სახელმწიფოს ძირითად ღირებულებებსა და პრიორიტეტებზე.

დავით ფაცაციამ ყურადღება გაამახვილა მშვიდობის შენარჩუნების, ქვეყნის განვითარებისა და გაერთიანებისთვის სახელმწიფოს მიერ გადადგმულ სტრატეგიულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე.

„მიხარია, რომ სახელმწიფოს სწორი ქმედებების წყალობით, ჩვენი ძმები ენგურს იქით ცდილობენ ურთიერთობებში შემოსვლას, თვითონაც ფიქრობენ, რომ ჩვენი ერთად ყოფნა გარდაუვალია, მაგრამ ქვეყნის გაერთიანება პირველ რიგში მოხდება ჩვენი - ქართველების, აფხაზების და საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის გაერთიანებით და სწორი ხედვით“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება