ანა დოლიძე - ქუთაისი უნდა გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც მოხდება ტვირთების განთავსება, გადაფუთვა, გადაზიდვა - ეს არის აუთვისებელი ალმასი

ჩვენ გვაქვს იდეა, რომ შუა დერეფანს განვახორციელებთ და საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებში თავის ადგილს მივანიჭებთ ქუთაისის მეშვეობით, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქუთაისი უნდა გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც მოხდება ტვირთების განთავსება, გადაფუთვა, გადაზიდვა.

„იმის შემდეგ, რაც გაჩერდა ტვირთების ბრუნვა რუსეთის მეშვეობით, საქართველომ განსაკუთრებული ფუნქცია შეიძინა, რასაც დღეს ეძახიან შუა დერეფანს, ამ შუა დერეფანს გამოყენება სჭირდება. არ შეიძლება გვყავდეს მთავრობა, რომელიც ამას არ იყენებს. ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც გვაქვს იდეა, რომ შუა დერეფანს განვახორციელებთ და საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებში თავის ადგილს მივანიჭებთ ქუთაისის მეშვეობით. ქუთაისი უნდა გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც მოხდება ტვირთების განთავსება, გადაფუთვა, გადაზიდვა, ადის-აბებადან დელიმდე ტვირთების ბრუნვა უნდა ხდებოდეს სწორედ ქუთაისის მეშვეობით. ეს არის აუთვისებელი ალმასი. როგორ შეიძლება, მარტო სამგზავრო ტვირთები იყოს ქუთაისიდან. აქ ჩვენ გავაკეთებთ ზონას, მაგრამ არა მარტო ბიტკოინებისთვის, ხომ იცით, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონები ბიძინამ გააკეთა თავისი კომპანიებისთვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება