ლევან სანიკიძე - მნიშვნელოვანია, არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე, 20 ოქტომბერს, გავაგონოთ ჩვენი ხმა როგორც ივანიშვილს, ასევე ერთმანეთს, რომ ბევრნი ვართ და არ დავიღლებით

მნიშვნელოვანია, არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე, 20 ოქტომბერს, გავაგონოთ ჩვენი ხმა როგორც ივანიშვილს, ასევე ერთმანეთს, რომ ბევრნი ვართ და არ დავიღლებით,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერ მარშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ტარდება რეფერენდუმის ტოლფასი ისტორიული არჩევნები.

„26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება ისტორიული არჩევნები, ეს იქნება რეფერენდუმი, რომლითაც მთელი მსოფლიო გაიგებს, რა არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომ ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას, ჩვენ ვირჩევთ ევროკავშირს, ჩვენ არასდროს არ მოვუხდით მტერს ბოდიშს, არ მოვუხდით ბოდიშს სეპარატისტებს და გავაგრძელებთ ამაყად თავაწეულ საქართველოში ცხოვრებას. მაგრამ ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა როგორც ივანიშვილს, ასევე ერთმანეთს, რომ ჩვენ ვართ ბევრნი, რომ ჩვენ არ დავიღლებით და რომ სულ რაღაც 6 დღეში ვიზეიმებთ ამ ქვეყნის ახალ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღეს“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება