რუსთავში კიდევ ერთი შიდა საუბნო სკვერი გაიხსნა

მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რუსთავს კიდევ ერთი ახალი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცე შეემატა.

რუსთავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მე-7 მიკრორაიონში, N12 და N15 კორპუსების მიმდებარედ, ახალი მულტიფუნქციური სკვერი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობასთან ერთად გახსნა.

„ბედნიერები ვართ, რომ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დაასრულა რუსთავის მერიის გუნდმა. აქ სკვერის მშენებლობა, პირველივე დღიდან მოსახლეობასთან ერთად დავგეგმეთ. სწორედ მათი სურვილების გათვალისწინებით და ჩართულობით დაიგეგმა და შესრულდა ეს პროექტი. პირველად, შიდა საუბნო სივრცეში, სწორედ აქ განთავსდა რუსთავის მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი სკულპტურა, რომელიც ოჯახის სიძლიერეს განასახიერებს”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ღონისძიებას, პარლამენტარები ირაკლი შატაკიშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად დაესწრნენ.

რუსთავის მერიამ სკვერის მოწყობის სამუშაოები, მოსახლეობის თხოვნით და მათი უშუალო ჩართულობით, ერთი თვის წინ დაიწყო.

„რეკრეაციულ სივრცეში, დაწნეხილი ბეტონის ფილებით მოპირკეთებული საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები და მწვანე დასასვენებელი ზონები მოეწყო. ახალ მწვანე სივრცეში განთავსდა რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ქანდაკება „ოჯახი“, რომლის ავტორი ახალგაზრდა ხელოვანი რატი ჯიქიაა.

ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება