ზურაბ ჯაფარიძე - ჰელსინკის კომისიის დასკვნა კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ დასავლეთი ყველაფერს ხედავს, სრული ინფორმაცია აქვს - ახალი არაფერი წერია, რაც აქამდე არ მოგვისმენია - რუსული ხელისუფლება 26 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს

ეს დასკვნა კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ დასავლეთი ყველაფერს ხედავს, სრული ინფორმაცია აქვს, ახალი არაფერი წერია, რაც აქამდე არ მოგვისმენია, - ასე გამოეხმაურა კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე ჰელსინკის კომისიის დასკვნას.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, „რუსული ხელისუფლება 26 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს“.

„დასავლეთში, არც ამერიკაში და არც ევროკავშირის შიგნით, აღარ დარჩა უკვე ინსტიტუტი და პოლიტიკური ლიდერი, ვისაც იგივე ტიპის შინაარსის შეფასება და განცხადება არ გაუკეთებია საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს და ამას აუცილებლად მოვაგვარებთ.

„ქართული ოცნების“ განცხადებები ჩავთვალოთ, რომ რუსეთის პოზიციაა, სინამდვილეში, რაც საქართველოში ხდება, უნდა გვესმოდეს, რომ რუსული ამბავია...ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა პირველმა პირმა, მათ შორის, ორბანმა და ფიცომაც კი, რომლებიც [ხელისუფლების] პარტნიორად მოიაზრებოდნენ, ხელი მოაწერეს იმაზე, რომ ევროინტეგრაცია შეჩერდა... გაკვეთილი ისწავლეს უკრაინაში, რომ პრორუსულმა ხელისუფლებამ არ შეიძლება საჯაროდ თქვას, რომ ევროპისკენ აღარ მიდის, რადგან ამას შეიძლება პრობლემები მოჰყვეს. საქართველოში არ იძახიან, საქართველოში მაიმუნობენ - ეს კურსი გააჩერეს, ოღონდ თან საკუთარი ამომრჩევლის გამოთაყვანებულ ნაწილს აჯერებენ, რომ თითქოს, ევროპისკენ მიდიან“, - აცხადებს ჯაფარიძე.

მან ასევე ისაუბრა პრეზიდენტის მიერ შექმნილ ქართულ ქარტიაზეც და აღნიშნა, რომ ახლა მთავარი მიზანი, აღნიშნული ქარტიის შესრულებაა.

„ქარტიას როცა ხელი მოვაწერეთ, ჯერ კიდევ ეს კოალიცია არ არსებობდა, ცალ-ცალკე მოვაწერეთ ხელი და სხვა პარტიებისგან განსხვავებით ყველანაირი დათქმების გარეშე მოვაწერეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ, როგორც რეფორმის ნაწილს, ასევე მთავრობის დაკომპლექტებას, პრემიერ-მინისტრის წარდგენას და ა.შ. ამ ქარტიის ერთგული ვართ დღემდე, ჩვენი მიზანია, ქარტია საბოლოო ჯამში შესრულდეს, როგორც ერთი, ისე მეორე ნაწილი“, - აცხადებს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ ახალი ანგარიში „მზადება რუსეთის გრძელვადიანი საფრთხისთვის“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია“.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ „აშშ-მა ორმხრივი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რომელიც როგორც საქართველოს მთავრობისთვის დემოკრატიული უკუსვლის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს, ასევე, დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა ინტეგრაციის მექანიზმების უზრუნველყოფას, დემოკრატიული მმართველობის დაბრუნების პირობით“.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო