არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ნაწილმა „2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დაარსებისა და წარსულის ცოდნის უფლების ყოვლისმომცველი რეალიზების თაობაზე“ მემორანდუმს  ხელი მოაწერა

2024 წლის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ნაწილმა „2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დაარსებისა და წარსულის ცოდნის უფლების ყოვლისმომცველი რეალიზების თაობაზე“ მემორანდუმს ხელი მოაწერა.

უფრო კონკრეტულად, დოკუმენტს ამ ეტაპზე შეუერთდა სამი პოლიტიკური სუბიექტი - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“.

მემორანდუმი პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო საზოგადოების მიერ დაკომპლექტებული და დაბალანსებული ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის შექმნას გულისხმობს.

ხელმოწერა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ოფისში, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ინიციატივით გაიმართა. ორგანიზაციის პროექტების მენეჯერმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ მემორანდუმი სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან ხელმოწერისთვისაც ღიაა.

მისი თქმით, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ამოცანა იქნება: ლუსტრაცია; საბჭოთა პერიოდის არქივებზე სრულფასოვანი წვდომის უზრუნველყოფა; მეხსიერების ადგილების დაცვა და კვლევა; საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა წვდომა საბჭოთა პერიოდის არქივებზე - ორი საკვანძო არქივი („კაგებეს“ ყოფილი არქივი და კომპარტიის ცეკას ყოფილი არქივი) ერთი წელია, საერთოდ დაკეტილია. ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ შესთავაზა არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს ეს მემორანდუმი“,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს