თეონა აქუბარდია - 27-მა სახელმწიფომ, მათ შორის, უნგრეთმა განაცხადა, რომ ევროკავშირისკენ კარი „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჯახუნა - ოპოზიციაში გადავიდნენ, გაუშვან ეს ქვეყანა და ხალხი ევროკავშირში, სადაც გველოდებიან

27-მა სახელმწიფომ, მათ შორის, უნგრეთმა განაცხადა, რომ ევროკავშირისკენ კარი „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჯახუნა - ამ პასუხისმგებლობას როდესაც ვერ ხედავს „ოცნება“, როდესაც აგრძელებს ანტიდემოკრატიულ ქმედებებსა და ანტიდასავლურ დეზინფორმაციას, რამდენად შეუძლიათ მათ რამის კეთება, გარდა იმისა, რომ ოპოზიციაში გადავიდნენ და გაუშვან ეს ქვეყანა და ხალხი ევროკავშირში, სადაც გველოდებიან,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ დასავლელი პარტნიორების მათ შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების მხრიდან ხელისუფლების კრიტიკაზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოსთვის ფართოდ გახსნილი ევროკავშირის კარი დაიკეტა ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო.

„მმართველი პარტია, რომელიც დილიდან საღამომდე მართლა შეჯიბრშია, ვინ უფრო უკეთესად გალანძღავს დასავლეთს და მმართველი პარტია, რომელიც ამ ყველაფრის მერე, კიდევ გვატყუებს, რომ ქვეყანას ევროპისკენ მიიყვანენ, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მათ არ აქვთ არც სურვილი და არც შესაძლებლობა, საქართველოს ევროპისკენ სვლის იმ ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, რაც მათ განახორციელეს ქვეყანაში. შესაბამისად, როდესაც ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ, თუნდაც მოჩვენებითი, რომ რეფორმებს განახორციელებენ და დილიდან საღამომდე ლანძღავენ ევროკავშირის ქვეყნებს და დასავლეთს, გასაგებია, რომ სწორედ ეს არის ის ძალა, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს აზიანებს და უკვე დააზიანა. ეს არის კიდევ ერთი შიშის გამოხატულება „ოცნების“ მხრიდან, რომელსაც არასდროს არ ჰქონია რეაგირება რუსეთის სპეცსამსახურებისა და ლიდერების საქართველოს სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემქმნელ განცხადებებზე, და დასავლეთს ესხმის თავს, თან ამ დროს ატყუებს ხალხს, რომ მათ ევროკავშირში მიჰყავთ ქვეყანა. 27-მა სახელმწიფომ, მათ შორის, უნგრეთმა განაცხადა, რომ ევროკავშირისკენ კარი „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჯახუნა - ამ პასუხისმგებლობას როდესაც ვერ ხედავს „ოცნება“, როდესაც აგრძელებს ანტიდემოკრატიულ ქმედებებსა და ანტიდასავლურ დეზინფორმაციას, რამდენად შეუძლიათ მათ რამის კეთება, გარდა იმისა, რომ ოპოზიციაში გადავიდნენ და გაუშვან ეს ქვეყანა და ხალხი ევროკავშირში, სადაც გველოდებიან და სადაც შეგვიძლია შესვლა. ივანიშვილი ამბობს, რომ ასეთები როგორებიც არიან, უნდა მიიღონ ევროკავშირში და ევროკავშირს აქვს თავისი წესები, დემოკრატიული სტანდარტები, რაც საქართველოსაც უწერია კონსტიტუციაში და რაზეც ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი. როდესაც ამაზე უარს ამბობენ, ქართველ ხალხს ეუბნებიან უარს- არა ევროკავშირს, არამედ ქართველ ხალხს ეუბნებიან უარს, რომ საქართველო შევიდეს ევროპულ ოჯახში და საქართველოში შევქმნათ ევროპა და არა ემიგრაციით“, - განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება