იგორ ნარმანია - 20 ოქტომბერს, ისტორიულ დღეს უნდა გვქონდეს ისტორიული შეკრება ხუთ ლოკაციაზე - გავაგონოთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ჩვენი ხმა!

20 ოქტომბერს, ისტორიულ დღეს უნდა გვქონდეს ისტორიული შეკრება ხუთ ლოკაციაზე. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ვიკრიბებით გმირთა მოედანზე, რათა კიდევ ერთხელ გავაგონოთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ჩვენი ხმა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა უთხრან, რომ არცერთი მათგანი ბოდიშის მოხდას არ აპირებს და 26 ოქტომბრის გამარჯვებისთვის მზად არიან.

„20 ოქტომბერს, ისტორიულ დღეს უნდა გვქონდეს ისტორიული შეკრება ხუთ ლოკაციაზე. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ვიკრიბებით გმირთა მოედანზე, რათა კიდევ ერთხელ გავაგონოთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ჩვენი ხმა. ხმა, რომ არცერთი ჩვენგანი არ აპირებს ბოდიშის მოხდას და თითოეული ჩვენგანი მზად არის 26 ოქტომბრის გამარჯვებისთვის, რათა განახლდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ამ ქვეყანას ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობა და ვერავინ ვეღარასდროს მოგვაქციოს რუსულ მარწუხებში. ძალა ერთობაშია!“ - განაცხადა იგორ ნარმანიამ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება