კახა ოქრიაშვილი - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მსხვილ ქალაქებში „ოცნება“ პირწმინდად აგებს არჩევნებს!

ევროპულმა საბჭომ, საბჭოს კონგრესმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრომა განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ოფიციალურად გაჩერებულია საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო. ეს მხოლოდ ზეპირი განცხადებები აღარ არის, ეს უკვე ევროსაბჭოს ოფიციალურ დოკუმენტებში ჩაიწერა. ევროკავშირის კარი „ქართული ოცნებისთვის“ არის დაკეტილი, ქართველი ხალხისთვის და საქართველოსთვის კი რჩება ღია. ეს ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი და „ოცნება“ ამ კარში ერთად ვერ შევალთ! 26 ოქტომბერს წყდება ჩვენი გაწევრიანების საკითხი ევროკავშირში, რაც 2025, მაქსიმუმ 2026 წელს მოხდება, თუ ქართველი ხალხი ამ არჩევნებზე „ოცნებას“ ხელისუფლებიდან გაუშვებს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.

აქტიურად ვარ ჩართული საარჩევნო პროცესში და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მსხვილ ქალაქებში „ოცნება“ პირწმინდად აგებს არჩევნებს. მათი ერთადერთი იმედი და ბერკეტია, დააშინონ სოფლად მცხოვრები ამომრჩეველი სოციალური შემწეობის შეჩერებით, ან სამსახურიდან გაშვებით. მინდა მოსახლეობა დავარწმუნო, რომ ვიდრე ახალ ხელისუფლებას არ ექნება საშუალება ღირსეული სამუშაო ადგილით და ევროპული ანაზღაურებით უზრუნველყოს ისინი, მანამ მინიმუმ უნდა გაორმაგდეს სოციალური დახმარება. რაც შეეხება საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, მათ არაფერი ემუქრებათ - ისინი თავისი საქმის მცოდნე ხალხია და ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად არც შეიცვლებიან და არც უნდა შეიცვალონ. პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშნულ პირებს ცვლილებები, რა თქმა უნდა, შეეხება. ხოლო თანამდებობის იმ პირებს, ვინც მოსახლეობის დაშინებაშია ჩართული, არათუ ცვლილებები შეეხება, არამედ მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

მე შემოვიარე დმანისის, წალკის, ბოლნისის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები, ხვალ ვგეგმავ შეხვედრას მარნეულში. შეიძლება ითქვას, მოსახლეობის 80 %-ს სურს ცვლილებები და მმართველი პარტია მხოლოდ იმ შიშის იმედზეა, რაზეც ამდენი ვისაუბრე. არ მჯერა, რომ 300 ლარის დაკარგვის შიში გადაულახავი და დაუძლეველია. მოგმართავთ ყველას, ვისაც ამ მეთოდით გაიძულებენ, რომ ხმა მისცეთ „ვადაგასულ და აუხდენელ ოცნებას“, თქვენ არაფერი გემუქრებათ! მიდით არჩევნებზე და უთხარით უარი „41“-ს, იმ ხალხს, ვისაც თქვენი 200 და 300 ლარად დამონება სურს! ხმის მიცემის პროცესი ფარულია და ვერავინ ვერასდროს გაიგებს, ვის მიეცით ხმა, თუ თქვენ თვითონ არ გაამხელთ.

P.S. 20 ოქტომბერს დავანახოთ მთელ მსოფლიოს და ჩვენს მტერს ქართველების ერთიანობა ევროპის მარშზე.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო