გიორგი კანდელაკი -„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარს დაახლოებით, 7-10 ადამიანი თავს დაესხა და სცემეს - ეჭვგარეშეა, რომ ეს პოლიტიკური მოტივით მოხდა

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ პროექტების მენეჯერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ორგანიზაციის მკვლევარს, ბადრი ოყუჯავას თავს დაესხნენ.

როგორც კანდელაკმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თავდასხმა ვაკეში, მაჭავარიანისა და ბარნოვის ქუჩების კვეთაზე მოხდა.

მისივე თქმით, მომხდარზე უკვე მიმართეს სამართალდამცველებს.

კანდელაკი მომხდარს პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.

„უცნობი პირები დაესხნენ თავს. დაახლოებით, 7-10 ადამიანი. საღებავი წაუსვეს, სცემეს და წავიდნენ. ბადრი ამავე დროს აქტივისტიც არის და ეჭვგარეშეა, რომ პოლიტიკური მოტივითაა“,- განაცხადა კანდელაკმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს