აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

„აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებთან ჩვენი ვიზიტები გრძელდება. შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობას ვაცნობთ დევნილთა მხარდაჭერის მიმართულებით არსებულ პროგრამებს და სამომავლო გეგმებს, ასევე ვისმენთ მათ საჭიროებებს და ვახდენთ თითოეული პრობლემის იდენტიფიცირებას”, - განაცხადა ლაშა ქარდავამ.

შეხვედრის მიმდინარეობას აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს