გიორგი ვაშაძე ჰელსინკის კომისიის დასკვნაზე - ყველა ასეთი განცხადება მკაფიო პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საუბარს არავინ აღარ აპირებს, დამთავრდა, გამოაბუნძულეს, მასთან ურთიერთობა დაასრულეს

ყველა ეს განცხადება მკაფიო პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საუბარს არავინ აღარ აპირებს, დამთავრდა, მორჩა, გამოაბუნძულეს, რაც გინდათ, ის ტერმინი გამოიყენეთ, მასთან ურთიერთობა დაასრულეს, - ასე გამოეხმაურა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ჰელსინკის კომისიის დასკვნას.

მისი განმარტებით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ დემოკრატიული პრინციპების გამო უნდა.

„ეს არის სიმართლე, ჩვენ კონკრეტული რეფერენდუმი გვაქვს, თუ აფერადებ 41-ს ან აპირებდით 41-ს, ე.ი. ევროპაზე უარს აცხადებთ, ხმას იზოლაციას აძლევ. აფერადებ 5-ს? ევროპისკენ, განვითარებისკენ წინსვლისკენ მიდიხარ, დღესავით ნათელია ყველაფერი. ყველა ეს განცხადება მკაფიო პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საუბარს არავინ აღარ აპირებს, დამთავრდა, მორჩა, გამოაბუნძულეს, რაც გინდათ, ის ტერმინი გამოიყენეთ, მათთან ურთიერთობა დაასრულეს.

თუ ევროკავშირში გაწევრიანება გინდა, ევროპული ოჯახის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილო. თუ არ გინდა, ესეც შენი გადასაწყვეტია, მაგრამ ევროკავშირში ვეღარ გაწევრიანდები. „ქართულ ოცნებას“ ევრაზიულ კავშირში უნდა შეიძლება შესვლა, იქ სხვა წესები, სხვა სტანდარტებია, იქ კორუფცია წახალისებულია, ადამიანის უფლებების დარღვევა წახალისებულია, თუ ასეთი რამე ხდება, ევროპაში შენი ადგილი არ არის, ევრაზიულ კავშირში სიღარიბე ნორმალურია, ევროკავშირში სიღარიბე უნდა დაამარცხო და ერთად დავამარცხებთ. მეც, თქვენც და საქართველოს მოსახლეობის 90%-ს ევროპა და ევროკავშირი სწორედ იმ წესების და იმ დემოკრატიული პრინციპების გამო უნდა, სადაც კანონის წინაშე ადამიანი თანასწორია, სადაც ეკონომიკა ვითარდება, რადგან კანონის უზენაესობაა, სადაც სასამართლო მიუკერძოებელია, სადაც კორუმპირებული ჩინოვნიკები ხელისუფლებას არ მართავენ და ა.შ.“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ ახალი ანგარიში „მზადება რუსეთის გრძელვადიანი საფრთხისთვის“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია“.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ „აშშ-მა ორმხრივი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რომელიც როგორც საქართველოს მთავრობისთვის დემოკრატიული უკუსვლის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს, ასევე, დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა ინტეგრაციის მექანიზმების უზრუნველყოფას, დემოკრატიული მმართველობის დაბრუნების პირობით“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება