პეტრე ცისკარიშვილი - წარმოუდგენელია არქივებზე დაშვება ნებადართული იყოს რუსეთში და „ოცნება“ ამას კრძალავდეს - მათ საკუთარი თავი მიაჩნიათ ბოლშევიკების გაგრძელებად, პრაქტიკულად, ერთი დნმ-ით ცხოვრობენ

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში“ მემორანდუმი გაფორმდა - მემორანდუმს შეუერთდა და ხელი „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწერა.

მემორანდუმი ითვალისწინებს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობითა და პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის შექმნას ოთხი პრიორიტეტული ამოცანით.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მემორანდუმს ხელი პარტიის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა მოაწერა.

„ე.წ. „ქართული ოცნება“ კრძალავს ეროვნულ არქივებზე საბჭოთა დაშვებას, რადგან მათ ერთგვარად საკუთარი თავი, საკუთარი ხელისუფლება მიაჩნიათ ბოლშევიკების გაგრძელებად. პრაქტიკულად, ერთი დნმ-ით ცხოვრობენ და ცოცხლობენ. წარმოუდგენელია არქივებზე დაშვება ნებადართული იყოს რუსეთში და „ოცნება“ ამას კრძალავს, რადგან მათ ერიდებათ იმ ისტორიების გამოაშკარავების, რაც გასული საუკუნის პირველ ნახევარში ხდებოდა“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს