თამარ კორძაიას ინფორმაციით, რუსთავში, სუპერმარკეტ „მადაგონსა“ და ფარმაცევტულ კომპანია „ფარმა სახლში“ კანონდარღვევები აღმოაჩინეს, რომელიც  ამომრჩეველთა მოსყიდვას ეხება

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თამარ კორძაიას ინფორმაციით, რუსთავში, სუპერმარკეტ „მადაგონსა“ და ფარმაცევტულ კომპანია „ფარმა სახლში“ კანონდარღვევები აღმოაჩინეს, რომელიც ამომრჩეველთა მოსყიდვას ეხება.

როგორც კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 50 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ იმ ადამიანებს, ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან.

„საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ეს არის ამომრჩეველთა მოსყიდვა და სისხლის სამართლის დანაშაული. მივმართავთ ყველა შესაბამის უწყებას, პროკურატურას, საგამოძიებო ორგანოებს, რომ ამ ფაქტებით დაინტერესდნენ და სათანადოდ გამოიძიონ, მონახონ ის პირები, ვისი დავალებითაც სრულდება ეს კანონდარღვევა და დამნაშავეები აუცილებლად წარდგნენ სამართლის წინაშე. ის, რაც ხდება რუსთავში კერძო კომპანიების, ბიზნესის მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, დანაშაულია და თითოეული მათგანი, ვინც ამას აკეთებს, პასუხს აუცილებლად აგებს“, - განაცხადა კორძაიამ.

გარდა ამისა, თამარ კორძაიას თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომლის თანახმად, ადამიანებს მესაკუთრეების თანხმობის გარეშე მისამართებზე სწერენ.

მისვე თქმით, ასეთი ფაქტები მრავლად აქვთ, მონაცემებს აზუსტებენ და ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს დღეებში მიაწვდიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს