მიხეილ ჯანელიძე - ამასაც მოვესწარით, კარასინი იცავს საქართველოს ღირსებას და ევროინტეგრაციას ევროკავშირის ელჩისგან

ამასაც მოვესწარით, კარასინი იცავს საქართველოს ღირსებას და ევროინტეგრაციას ევროკავშირის ელჩისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებას.

საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი პოსტს „ფეისბუქზე“ წერს.

„ამასაც მოვესწარით, კარასინი იცავს საქართველოს ღირსებას და ევროინტეგრაციას ევროკავშირის ელჩისგან. რა თქმა უნდა, მხოლოდ კარასინის გვერდით დგომით შევძლებთ ამაყად, ღირსეულად და მშვიდობით ევროკავშირში გაწევრიანებას. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“, - წერს მიხეილ ჯანელიძე.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი „ტელეგრამ არხზე“ გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცახდებას და ამბობს, ჰერჩინსკის „უხეშობებითა და პირდაპირობით გაოცებულია“.

„საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ვინმე ჰერჩინსკი თბილისში გაშმაგდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ვინმე ჰერჩინსკი, ეროვნებით პოლონელი, თბილისში გაშმაგდა. თავისი უხეშობით და პირდაპირობით გამაოცა. ითქვა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს არ იქნება, თუ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდება. აღსანიშნავია, რომ ეს ითქვა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ, ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური ბრძოლის ატმოსფეროში. იმის თქმა, რომ ეს დიპლომატიური ეთიკის დარღვევაა, არაფერს ნიშნავს! რეალურად დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეების პირდაპირი შანტაჟი და დაშინება ხდება. მსგავსი რამის მოთმენა ქართული სიამაყისთვის სერიოზულ გამოცდას წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, ამას ბრიუსელმაც უნდა მიაქციოს ყურადღება. თუმცა, იქ მათ მართებულობა უკვე დაივიწყეს“, - წერს კარასინი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს