დავით გამყრელიძე - მინდა, მადლობა ვუთხრა სუს-ს იმისთვის, რომ სუსტი რგოლები, ის ადამიანები, რომლებიც 5000 ლარად იყიდებიან, დაშინებას ექვემდებარებიან, მათ გამოვლენაში გვეხმარება

მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა სუს-ს იმისთვის, რომ ის სუსტი რგოლები, ის ადამიანები, რომლებიც 5000 ლარად იყიდებიან, რომლებიც დაშინებას ექვემდებარებიან, ამ ადამიანების გამოვლენაში ასე გვეხმარება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კოალიციას „ჩანერგილი ადამიანები არ სჭირდება!“

„არჩევნებამდე დარჩენილია ზუსტად ერთი კვირა და ბოლო დღეებში ხელისუფლება, სუს-ი ძალიან გააქტიურდა ჩვენი კოალიციის მიმართ. ალბათ, ყველამ იხილა ის ქსენოფობიური განცხადებები და თავდასხმები მამუკა ხაზარაძის მისამართით, ბრალდებები და შეურაცხყოფები, რომლებიც ისმის ჩვენი კოალიციის ლიდერების მისამართით თითქოს რაიმე კავშირი არსებობდეს წინა ხელისუფლების დანაშაულებთან. გუშინ და დღეს ვიხილეთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩვენი კოალიციის წარდგენილი სიის ორი წევრი უცებ იღებს გადაწყვეტილებას და გადის კოალიციიდან, პროტესტს აცხადებს და ა.შ.

მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა სუს-ს იმისთვის, რომ ის სუსტი რგოლები, ის ადამიანები, რომლებიც 5000 ლარად იყიდებიან, რომლებიც დაშინებას ექვემდებარებიან, ამ ადამიანების გამოვლენაში ასე გვეხმარება და დიახ, ჩვენ არ გვჭირდება ასეთი ადამიანები კოალიციაში იმიტომ, რომ ჩვენ ვემზადებით ერთ კვირაში ხელისუფლებაში მოსასვლელად, ჩვენ ვემზადებით ამ ხელისუფლების შესაცვლელად, ჩვენ ვემზადებით ამ სახელმწიფოს რუსული ჭაობიდან ამოსაყვანად და ევროპულ სივრცეში დასაბრუნებლად და ასეთი სუსტი ადამიანები, ჩანერგილი ადამიანები ჩვენ არ გვჭირდება! ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სუს-ს და ხელისუფლებას, რომ გვეხმარებიან ამ სუსტი რგოლების გამოვლენაში. თუ კიდევ არის ვინმე, გთხოვთ, დროულად გვაცნობოთ, ათქმევინოთ, ფული გადაუხადოთ, რომ ჩვენ გასუფთავებული სიით და შემადგენლობით მივიდეთ 26 ოქტომბრამდე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

არსებული ინფორმაციით, „ლელოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის წევრმა სულხან კოჩალიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ გუშინ განაცხადა. დღეს, კოალიციის ,,ძლიერი საქართველოს” დატოვების გადაწყვეტილება აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის წევრმა მერაბ ქურიძემ მიიღო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება