მთაწმინდის პარკმა ღვინის ფესტივალს - „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ უმასპინძლა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, რიგით მეექვსე ღვინის ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ თბილისში, მთაწმინდის პარკში გაიმართა, სადაც 50 ღვინის მწარმოებლების პროდუქცია წარმოდგენილი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ყველა რეგიონიდან იყო.

ამის შესახებ ინფორმაციას „ღვინის ეროვნული სააგენტო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალისადმი დიდ ინტერესზე როგორც მონაწილე მარნების, ისე სტუმრების ყოველწლიურად მზარდი რაოდენობა მიუთითებს.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საშუალო და მცირე საოჯახო მარნების განვითარების მხარდაჭერაა. მცირე მარნების სეგმენტი, ბოლო წლებში, აქტიურად ვითარდება. დღეს უკვე ასობით ახალი ღვინის მარანი ფუნქციონირებს, რომლებიც აწარმოებენ გამორჩეული ხარისხის ღვინოს.

ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ პირველად 2016 წელს ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობა მარნებს საშუალებას აძლევს, გაზარდონ ცნობადობა და უფრო მეტ ღვინის პროფესიონალს, თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუმარს მიეცეს მათი ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება