„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ზემო ალვანში ადამ ბობღიაშვილის გმირობის ამსახველი წიგნის პრეზენტაციას დაესწრნენ

ზემო ალვანში წიგნის "ალვანელის" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც 1941 წელს, საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ადამ ბობღიაშვილისა და 97 თუშის აჯანყებას ეხება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, წიგნის შესახებ ისაუბრა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა.

"ძალიან დიდი საქმე გაკეთდა ჩვენი მეგობრების მიერ, რადგან ადამ ბობღიაშვილის მსგავს ადამიანებზე დგას საქართველო და ის, რომ მის შესახებ სკოლაში არ ისწავლება და სახელმწიფოს მიზანს არ წარმოადგენს მსგავსი ადამიანების პოპულარიზაცია, მიანიშნებს იმაზე, რომ არ გვყავს ეროვნული ხელისუფლება. პირველ რიგში რაც უნდა გაკეთდეს, როცა რამდენიმე დღეში ხელისუფლება შეიცვლება, მომავალი, ეროვნული ხელისუფლების პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს მსგავსი ადამიანების პოპულარიზაცია, ადამ ბობღიაშვილის ცხოვრებას, მის შემოქმედებას უნდა სწავლობდნენ მოსწავლეები და მსგავსი გმირების მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ თაობები", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პრეზენტაციას ესწრებოდა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი წიგნის პრეზენტაციაა, სადაც მოთხრობილია სამშობლოსთვის თავგანწირული თუში ხალხის ისტორია, რომელშიც მთავარი ადგილი სწორედ ადამ ბობღიაშვილსა და მის თანამებრძოლებს უჭირავთ. აქ, ამ ლამაზ მხარეში ჩვენ გვყავს თანამედროვე უდიდესი გმირი გიორგი ანწუხელიძე და სწორედ მისი წინაპრები იყვნენ ამ აჯანყების მონაწილეებიც, ასე რომ სწორედ თავდადება უდევს საფუძვლად იმ ახალგაზრდების ბრძოლას, რომლებმაც ქედი არ მოუხარეს საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმს და მასთან ბრძოლაში დადეს თავი", - აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება