40 ცნობილი მხატვარი „ძლიერი საქართველოსთვის“ ერთიანდება

„ძლიერ საქართველოს" ცნობილი მხატვრები, საკუთარი შემოქმედებით უერთდებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „გამარჯვების პანო" ხელოვანებმა სპეციალურად 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის შექმნეს.

„40 თანამედროვე მხატვრის მიერ შექმნილი „გამარჯვების პანო" დღეს პირველად „ძლიერი საქართველოს" ცენტრალურ შტაბში გამოიფინა. პანოს შექმნაზე ხელოვანები 20 დღის განმავლობაში ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების საარჩევნო შტაბში მუშაობდნენ.

„გამარჯვების პანოს" შემქმნელთა შორის არიან ქეთი მატაბელი, გია გუგუშვილი, ლევან ჭოღოშვილი, ნიკო ცეცხლაძე და სხვა ცნობილი სახელები. პროექტი განხორციელდა მხატვარ მამუკა ცუცქირიძის ინიციატივით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება