ბერიკა შუკაკიძესა და მაია ჯიჯავას იტალიის ვარსკვლავის კავალერის ღირსების ორდენი მიენიჭათ

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს ბერიკა შუკაკიძესა და ცენტრის იტალიური ენის ექსპერტს მაია ჯიჯავას იტალიის ვარსკვლავის კავალერის ღირსების ორდენი მიენიჭათ (Onorificenza di Cavaliere dell'Ordine della «Stella d'Italia»).

ამის შესახებ ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაჯილდოებულებს ორდენი იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელას მიერ, საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე იტალიური და ქართული განათლების დაახლოებისთვის გადაეცათ.

„მათ ორდენი საზეიმო მიღებაზე იტალიის ელჩის რეზიდენციაში საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ'ანტუონომ გადასცა.

აღსანიშნავია, რომ განათლების სფეროში პირველად მოხდა ასეთი მაღალი რანგის ორდენის გადაცემა, რაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და იტალიის საელჩოს ნაყოფიერი მუშაობის შედეგია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება