წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჩოხატაურში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიაში გიორგი ურუშაძე, „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით შარაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა და საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, ამჯერად სოფელ ზოტის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

პარტიის ინფორმაციით, მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრებზე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვების მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„განვაგრძობთ მოსახლეობასთან შეხვედრებს გურიის რეგიონში. ამჯერად, ჩოხატაურში შევხვდით სოფელ ზოტის მოსახლეობას, სადაც ვისაუბრეთ თუ რა გაკეთდა სოფელში და რა პროექტებია დაგეგმილი. ადგილობრივებს ასევე გავაცანით „ქართული ოცნების“ პროგრამის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები. გამოწვევები კვლავ რჩება, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეტაპობრივად მოვაგვარებთ და ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერისთვის! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“,- აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

როგორც შეხვედრაზე ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ განაცხადა, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ზოტის ადმინისტრაციულ ერთეულში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. აშენდა ახალი საბავშვო ბაღი და საჯარო სკოლა, მოეწყო სპორტული მოედანი, გარეგანათება; წლის ბოლოს დასრულდება სოფელთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა მოსახლეობისთვის; მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა, რაც სერვისებს უფრო ხელმისაწვდომს და ეფექტურს გახდის. ეტაპობრივად დაიწყება შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებაც.

მისივე განმარტებით, 26 ოქტომბერს ყველამ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი და ხმა მისცეს ევროპულ მომავალს, კეთილდღეობას და განვითარებას.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო